Heritage Foundation-ის ანგარიში

საქართველოს ოფიციალური პირები ნატო-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით კომპრომისს არ გამორიცხავენ. ამის შესახებ „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ ხელმძღვანელი საუბრობს.

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას და უსაფრთხოების გარანტიას გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება.

ადასტურებენ თუ არა მსგავსი პოზიციის არსებობას ხელისუფლებაში, ამას გურამ როგავა არკვევდა.

დატოვე კომენტარი