ჰერჩინსკის შეხვედრა ახალგაზრდებთან – გამოხმაურება

18:33, 28.02.2025

დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებთან ევროკავშირის მიერ რეგიონული განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ამასთან ერთად პაველ ჰერჩინსკიმ სხვადასხვა თემებზე კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა. ელჩმა ისაუბრა დისკუსიაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს. კონკრეტულად – სხვადასხვა პირებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დასავლეთში ერთსულოვნება არ არის. ამასთან ერთად გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის კომენტარსაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩზე განაცხადა, რომ ის საქართველოში პროკურორად არ დაუნიშნავთ.

მსგავსი