ჰერჩინსკის განცხადება – საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია 

21:21, 24.04.2026

ევროკავშირის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან.

პაველ ჰერჩინსკის რეზონანსულ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსიდან ეხმაურება. მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ ევროპელ დიპლომატთან კომუნიკაცია აუცილებლად შედგება, მას შემდეგ, რაც ჰერჩინკსი საქართველოში დაბრუნდება. მმართველი გუნდის მსგავსად ევროკავშირის ელჩის რიტორიკა საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვისაც მიუღებელია. თუ აქამდე დიპლომატს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ, ამჯერად რეაქცია ბევრად მწვავეა. ბრიუსელიდან გაჟღერებული გზავნილი, ღია მუქარად და პოლიტიკურ დემარშად ფასდება.

რას გულისხმობდა ევროკავშირის ელჩი, როდესაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრობასა და ბნელ წარსულში დაბრუნებას შორის არჩევანის წინაშე დააყენა – თამარ წიკლაურმა მოისმინა პოლიტიკური  შეფასებები, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი