ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის მესამე კონფერენცია

ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის შესახებ რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა პარლამენტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერაა ორგანიზებული. კონფერენციის მონაწილეები ჰერალდიკის საკითხებსა და წყაროთმცოდნეობაზე იმსჯელებენ. დღესვე გაიმართება ახალი კრებულის პრეზენტაცია, რომელიც ჰერალდიკის ისტორიას შეეხება. ღონისძიება სამდღიანია.