ჰეპატიტების მსოფლიო დღე

21:40, 28.07.2025

ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო 10 წლის შედეგებს აჯამებს. განსაკუთრებული აქცენტი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე კეთდება, რომლის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, 87 000 ადამიანი განიკურნა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აშშ-თან თანამშრომლობით ინოვაციური და ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობის პროგრამა დაიწყო. პროგრამის წარმატებაზე საუბრის დროს ინფექციონისტები განსაკუთრებულად გამოყოფენ თენგიზ ცერცვაძის ღვაწლს და დამსახურებებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ცე ჰეპატიტის ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა, ისევ რჩება ათასობით ადამიანი, რომლებიც, ინფექციის დადასტურების მიუხედავად, პროგრამაში ჩართვისგან თავს იკავებს. მიმართვიანობის პრობლემაა ბე ჰეპატიტის პროგრამაზეც, რომელიც ერთი წლის წინ ამოქმედდა. პროგრამა ბენეფიციარებს უფასო სკრინინგსა და სამკურნალო კურსს სთავაზობს.

მსგავსი