ჰეპატიტების ელიმინაციის პროგრამის შედეგები
B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებას ელოდება საქართველო ჯანმო-სგან. ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გაეგზავნა, განიხილეს ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო თენგიზ ცერცვაძის როლი ამ პროგრამის განვითარებაში. საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის აღიარება. განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის უმაღლესი დონის მისაღებად.