ჰემატოლოგიის ინსტიტუტის საიუბილეო ღონისძიება
ჰემატოლოგიის ინსტიტუტის 90 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით. დაჯილდოვდნენ საპატიო სტუმრები და უანგარო დონორები, ასევე მედია საშუალებები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საქართველოს პირველი არხი წლებია, აქტიურად არის ჩართული სისხლის უანგარო დონაციაში.