„ჰელვერის ღამე“ ბრაზილიის თეატრალურ ფესტივალზე
ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ბრაზილიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. თეატრი მაყურებელს წარუდგენს სპექტაკლს „ჰელვერის ღამე“. ფესტივალი 27 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში 10-მდე ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი 2008 წელს დაარსდა და მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმად იქცა. ქუთაისის სახელმწიფო თეატრის გასტროლი ბრაზილიაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.