ჰელსინკის კომისიის წევრების განცხადებები - შეფასება
მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა ჰელსინკის კომისიის სხდომა და განცხადებები, რომელიც კომისიის წევრებმა გააკეთეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს იყო ღია აღიარება, რომ არის მცდელობა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და ლორა თორნტონმა პირდაპირ თქვა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანისთვის.
 
შეგახსენებთ, ლორა თორნტონის განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ კანონმა ბევრი მედიაორგანიზაციისთვის დაფინანსების მიღება გაართულა. მისი თქმით, დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს დახურულ საზოგადოებებში და არსებობს გზები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის. ლორა თორნტონის თქმით, სურს, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა შეწყდეს, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი გაიზარდოს.