ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე მოსმენა გადაიდო 

ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილი ბრიფინგი გადაიდო. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მიზეზად უამინდობა სახელდება. „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ამ სახელწოდებით უნდა გამართულიყო კომისიაში სპეციალური ბრიფინგი.

ჰელსინკის კომისიისგან პოზიტიურს არაფერს ელის მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარისთვის სხდომის გადადების მოტივი გაუგებარია. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დაანონსებულ სხდომაზე ლორა თორნტონის მოწმის სახით მოწვევა ჰელსინკის კომისიის დისკრედიტაციას ახდენს.