ჰელსინკის კომისია საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

„ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. ბრიფინგი 28 იანვარს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება. ამავე დღეს დაგეგმილ სხდომაზე ერთ-ერთი გამომსვლელი ლორა თორნტონი იქნება.

ჰელსინკის კომისიისგან პოზიტიურს არაფერს ელოდებიან მმართველ გუნდში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი განმარტავენ, რომ არ იქნება გასაკვირი, თუკი მმართველი გუნდის მისამართით უმძიმესი განცხადებები გაჟღერდება.