„ჰეკატეს ბაღი“ – ახალი კონცეპტუალური სივრცე შეკვეთილში
„მუსიკოსთა პარკში“ ახალი, კონცეპტუალური სივრცე „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა. პროექტი უძველესი კოლხეთის სამკურნალო მცენარეების ცოდნასა და ბუნებასთან ადამიანის ღრმა კავშირს აცოცხლებს. ბაღთან ერთად უკვე აშენდა სათბურიც. 7-დან 11 აგვისტოს ჩათვლით, „ჰეკატეს ბაღი“ 5-დღიან უფასო ტრანსფორმაციულ ტურს მასპინძლობს, რომელსაც ქეთი ოდიშელი უძღვება. პროექტი „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის გუნდი ასევე იწვევს მებაღეებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ამ მწვანე ინიციატივის თანამონაწილე და იზრუნონ როგორც ბაღის, ისე სათბურის მცენარეებზე.