ჰასან ნასრალას მიმართვა

ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება. ეს არის ნასრალას სიტყვით მეორე გამოსვლა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან. მისი თქმით, „ჰეზბოლას“ შეიარაღებულმა ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღების ახალი სახეობები გამოიყენა და ახალ სამიზნეებზე განახორციელა დარტყმები. „ჰეზბოლას“ ლიდერის განცხადებით, პირველად გამოიყენეს რაკეტა „ბურკანი“, ასევე საბრძოლო დრონები. ამ განცხადებას გამოეხმაურა ისრაელს თავდაცვის მინისტრი და თქვა, რომ „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს. მისივე განმარტებით, „ჰეზბოლა“ შეცდომებს უშვებს, რომლისთვისაც საფასურის გადახდა შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა ლიბანის მოქალაქეებს მოუწიოთ, რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ“, – განაცხადა მინისტრმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროების მონახულებისას.