ჰანტავირუსის გავრცელების რისკები  

მსოფლიოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გამოწვევა – კოვიდ-პანდემიის დასრულების შემდეგ საზოგადოება ახლად გავრცელებული ვირუსის შიშმა მოიცვა. საუბარია ჰანტავირუსის სახელით ცნობილ რესპირატორულ დაავადებაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკრუიზო გემზე იფეთქა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, რამდენიმე ინფიცირებული კლინიკაში მოხვდა. ვირუსული ინფექციის გავრცელების წყაროდ მღრღნელების ნერწყვი ან ფეკალური მასები სახელდება. გემზე კი ინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ვითარებას ამ ეტაპზე საგანგაშოდ არ მიიჩნევს ჯანმო, თუმცა დაავადებისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი საფრთხეებს მნიშვნელოვნად ზრდის. ახლა მთავარი გამოწვევა იმ ათეულობით მგზავრის მონიტორინგია, რომლებიც საკრუიზო გემიდან საკუთარ ქვეყნებში უკვე დაბრუნდნენ. რამდენიმე ქვეყანამ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი ზომები და პროტოკოლი აამოქმედა.