შექსპირის ცნობილი პიესა ქართულ სცენაზე კიდევ ერთხელ დაიდგმება.
ამჯერად პრემიერისთვის მოზარდმაყურებელთა თეატრი ემზადება. მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ შედევრს დასი ახალი ინტერპრეტაციით და ვერსიით წარმოადგენს.
რეჟისორის ინსპირაცია პიესის ახალი თარგმანი გახდა, რომელიც ლელა სამნიაშვილს ეკუთვნის. დადგმა დიდი ქართველი მსახიობის, უშანგი ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება.
პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში 28 ნოემბერს გაიმართება.