„ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლება შეაჩერა

„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა. „ჰამასის“ სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც, შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება. მისი თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ისრაელის თავდაცვის ძალები აფერხებენ.