„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ორი ცხედარი გადასცა

12:23, 16.10.2025

როგორ მიმდინარეობს შეთანხმების აღსრულება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა, დარჩენილი ცხედრების დაბრუნება კი ჯერჯერობით შეუძლებელია. დაჯგუფება ამას იმით ხსნის, რომ ღაზის ნანგრევებიდან გარდაცვლილთა ამოსაყვანად დრო და სპეციალიზებული აღჭურვილობა სჭირდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გადმოცემული ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზეა გადასვენებული და იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა უტარდებათ. „ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ შეთანხმების ერთგული რჩებიან და ყველა მძევლის ცხედარი, რომელზე ხელი მიუწვდებოდათ, დააბრუნეს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ არ შეასრულებს, ისრაელის ძალებმა შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები განაახლონ. დონალდ ტრამპის თქმით, მისი „ერთი სიტყვაც კი საკმარისია“, რომ ღაზაში ისრაელის ძალები დაბრუნდნენ და სამხედრო მოქმედებები განაახლონ.

მსგავსი