„ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში აქციები გაიმართა

ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასს“ 239 ადამიანი ჰყავს დატყვევებული. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, დემონსტრაციები გაიმართა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. დემონსტრანტებს შორის იმყოფებოდნენ გატაცებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები.