„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერი წინადადებისთვის, რომელიც ომს დაასრულებს. შესაბამისი განცხადება დაჯგუფებამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ კაიროში მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია გაგზავნა. ცნობისთვის, ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლაზე მოლაპარაკებები ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებთან გამართა. გავრცელებული ცნობებით, შუამავლებს სურთ ისრაელს წარუდგინონ წინადადება, რომელიც ომს სრულად დაასრულებს.