ჰაკათონი NASA Space Apps COVID-19 Challenge ონლაინ რეჟიმში გაიმართება

აღწერა: COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური ჰაკათონი – NASA Space Apps COVID-19 Challenge – „ონლაინ“ რეჟიმში ჩატარდება. ვირტუალური ღონისძიება 29-31 მაისს გაიმართება.

ჰაკათონის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან შექმნიან ვირტუალურ გუნდებს და დედამიწის დაკვირვების მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებენ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს. 29  მაისს გაიმართება ვირტუალური „დატათონ – ბუთქემფი“ ქართველი მონაწილეებისთვის. 30-31 მაისს კი მონაწილეები შეუერთდებიან გლობალურ ჰაკათონს და მუშაობას გააგრძელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებთან. ვირტუალურ ჰაკათონში გამარჯვებულები პროექტებს NASA-ში წარადგენენ და საბოლოო ჯილდო კი შესაძლოა NASA-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც გახდეს

სტუმარი: ნანა დიხამინჯია – ილიაუნის რექტორის მოადგილე

ახალი დღე