ჰაგიბისს იაპონიაში 26 ადამიანი ემსხვერპლა

18:23, 13.10.2019

26 გარდაცვლილი და 16 დაკარგული, – ასეთია იაპონიაში ტაიფუნის შედეგები.

ჰაგიბისი იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. ის ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუს რეგიონებს, მათ შორის ტოკიოს დაატყდა თავს.

ქვეყანაში საფრთხის უმაღლესი, მეხუთე დონე გამოცხადდა. რამდენიმე პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

მსგავსი