ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება – ექიმების რეკომენდაციები
დიდთოვლობის და ყინვების შემდეგ მკვეთრად გაზრდილი ტემპერატურა – 10 დღის წინ დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძოდა, ახლა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სეზონთან შეუსაბამო ამინდია. ტემპერატურამ 25 გრადუსს მიაღწია, რასაც სინოპტიკოსები იშვიათ მოვლენად განიხილავენ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო დათბობას პროგნოზირებენ. ამინდის ასეთ მკვეთრ ცვლილებას და ტემპერატურის მატებას სპეციალისტები გლობალური კლიმატური ცვლილებებით ხსნიან. ტემპერატურული რყევების ფონზე განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომლებსაც ექიმები რეკომენდაციებით მიმართავენ.
რისკ-ჯგუფებიდან კლინიკებში მიმართვიანობამ უკვე იმატა.