ჰაერის მტვრით დაბინძურება – პროგნოზი და რეკომენდაციები

22:01, 17.11.2025

ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია საგანგაშო ნიშნულზეა.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დედაქალაქის რამდენიმე უბანში, ასევე რეგიონებში. სამხრეთიდან მავნე ნივთიერებების ნაკადის შემოსვლა 6 ნოემბრიდან დაფიქსირდა. გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, პიკი შედარებით გადავლილია, თუმცა სიტუაცია მაინც საყურადღებოა. სპეციალისტებს დამშვიდების საფუძველი ამ ეტაპზე არ აქვთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის გამო, რომლის მიხედვით, მომდევნო დღეებში ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი და არც ქარია ნავარაუდები. ალერგია, პრობლემები გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებში, თვალებზე უარყოფითი ზემოქმედება – ეს იმ ჩივილების ჩამონათვალია, რომლებიც ჰაერში მტვრის შემცველობის გადაჭარბებას ახლავს. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში ორსულები და მცირეწლოვანები არიან.

 

მსგავსი