ჰაერის ხარისხის კონტროლი საქართველოს რეგიონებში
როგორია საქართველოში ჰაერის ხარისხის უახლესი ტენდენციები. მონიტორინგისთვის რეგიონებში დამატებით 10 ავტომატური სადგური განთავსდება. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ძირითადი წყაროები განსაზღვრულია, – ეს არის ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენები და სხვა. ვითარება გაცილებით რთულია დიდ ქალაქებში. ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების დიდი მასშტაბის გამო, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ჰაერის დაბინძურება, რა იწვევს მას და როგორია საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით არსებული ვითარება.