ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სტატია - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა, ჰადსონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატიაც, რომლის ავტორები გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი არიან. „საქართველოს ირანული შემობრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება, ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეზე“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, საუბარია საქართველოში ირანის გავლენის შესახებ. „ისლამური რესპუბლიკის შეღწევა საქართველოში განზრახული, ორგანიზებული და ყოვლისმომცველია. ის განსაკუთრებით ქვეყნის ეთნიკურ აზერბაიჯანელ შიიტ უმცირესობაზეა ფოკუსირებული, რომლებიც ძირითადად, ქვემო ქართლის რეგიონში ცხოვრობენ. ირანი ამ თემს დიდი ხანია სტრატეგიულ სამიზნედ მიიჩნევს და მათზე სხვადასხვა მექანიზმებით ახდენს გავლენას.