ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლების ვიზიტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

მაღალი რანგის სტუმრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეს გამართავენ. ჰააგის დელეგაციის ვიზიტის მიზანი,  ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

უცხოელი სპეციალისტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების შესახებ მედიის კითხვებსაც უპასუხებენ.

სამუშაო ვიზიტი 10 მაისს დასრულდება.