ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები თბილისში

რა ეტაპზეა აგვისტოს ომის საქმის გამოძიება ჰააგის სასამართლოში. პროკურორ ბენსუდას ოფისის და სასამართლოს წარმომადგენლები საქართველოში არიან და ქართულ მხარეს ძიების ეტაპებს აცნობენ. ამ დროისთვის კონკრეტული პირების გარშემო მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს. თუმცა დელეგაციის წევრები გადაწყვეტილების გამოცხადების ვადებს და თარიღს ჯერ ვერ ასახელებენ. საქართველოსგან გასხვავებით, რუსეთი ფატუ ბენსუდას ოფისთან ისევ არ თანამშრომლობს, რაც გამოძიებას არაერთ დაბრკოლებას უქმნის.