ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები თბილისს ეწვევიან

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით დღეს თბილისს ეწვევიან.

მაღალი რანგის სტუმრები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაა. უცხოელი სპეციალისტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიის კითხვებსაც უპასუხებენ.

ჰააგის წარმომადგენლების მორიგი სამუშაო ვიზიტი 10 მაისს დასრულდება.

დატოვე კომენტარი