ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება

გლობალური წესრიგი მორიგი გამოცდის წინაშეა. ამის მიზეზი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერებია. მათ ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს. ვაშინგტონი, რომელიც ჰააგის სასამართლოს წევრი არ არის, აღნიშნულ ორდერებს უარყოფს. კანადა და აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების დიდი ნაწილი კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. ამ ფონზე რესპუბლიკელი სენატორები მხრიდან უკვე გაისმა ღია მუქარა. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ითხოვს, რომ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ისრაელის მთავრობის წევრების დაკავებას შეუწყობს ხელს.