ჰააგის დელეგაციის ვიზიტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას მართავენ. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე კითხვებს პასუხობენ.
სასამართლოს წარმომადგენლები 10 მაისამდე დარჩებიან საქართველოში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ცვლიან ქართული მხარესთან, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებთან.