გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15:23, 17.08.2026

სოფელი საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 15 კმ-მდე მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები და გაბიონები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების, შემოფარგვლისა და საგზაო მონიშვნის მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 12.5 მილიონ ლარამდეა.

მსგავსი