გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15:28, 30.09.2025

სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურა – დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სამოძრაო ზოლი. ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის. ასევე, მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი