კახეთის სოფელ კაჭრეთში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს კახეთის გუბერნატორი, გურჯაანის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის მიხედვით, სოფელ კაჭრეთის შესასვლელში ერთ კმ-მდე გზის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და ეწყობა შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით 10 პროექტი ხორციელდება.