ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუთასკენ მიმავალი გზა იმდენად დაზიანდა, რომ სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. იქ ფეხით გადაადგილებაც კი საფრთხის შემცველია. მოამბის გადამღები ჯგუფი გზის გადასაღებად ჯუთაში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ გზა რამდენიმე წლის წინ მოწესრიგდა, ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
რა ბედი ელის ამ ადგილს, ჩავარდება თუ არა ტურისტული სეზონი ჯუთაში, სადაც რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს და რა ინფორმაციას ავრცელებს გზების დეპარტამენტი.
ანა ნოდიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები