გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე და გარე განათების ქსელი. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.