გზის ჩამონგრევა ვანში

ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა. დანგრეულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით ორასმეტრიანი მონაკვეთი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც არსებულ ვითარებას შეისწავლიან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მეშვიდე კილომეტრზე არსებული ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.