გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები
ონის მუნიციპალიტეტში შქმერი–მრავალძალის 9 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის გაწმენდა-გაფართოება ხდება. აქტიურ ფაზაშია ხელოვნური ნაგებობებისა და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. მრავალძლისკენ მიმავალი გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ამ ადგილის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარებისთვის. სამომავლოდ დაგეგმილია მრავალძალში ოთხსეზონიანი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება, რომელიც ვიზიტორებს ნებისმიერ დროს უმასპინძლებს. სამუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.