გზავნილი ოკუპირებული აფხაზეთიდან

პირდაპირი დიალოგის შეთავაზების შემდეგ აფხაზეთიდან ახალი გზავნილები მოდის.

დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები იმ სფეროებს აკონკრეტებენ, რომლებზეც ოფიციალურ თბილისთან საუბარს აპირებენ. თუმცა სახელდება წინაპირობებიც. არაღიარებულ ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონის სტატუსის გარშემო მოლაპარაკებები არ სურს.

თავის მხრივ აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგის და კონტაქტების გაძლიერების მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლება. თუმცა ხაზს უსვამს, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება. ორივე მხარე თანხმდება, რომ პირველ რიგში შერიგება და ნდობის აღდგენაა საჭირო.