გზავნილები გაერო-ს ტრიბუნიდან

ოკუპაცია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, საქართველოს რეგიონული როლი და დემოკრატიული არჩევნები – ეს ის თემებია, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გამოსვლისას ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა თემა მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ძალების შეფასებები განსხვავებულია – ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ფორმალურ განცხადებად აფასებს, ხელისუფლება კი ამ გზავნილების პრაქტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ძირითადი გზავნილები და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები თამარ წიკლაურმა მოისმინა.