„გზა ევროპისკენ“ - პარტია „გირჩის“ აქცია

„საქართველოს ევროპული გზა“ – ამ სახელწოდებით პარტია „გირჩმა“ დედაენის ბაღში აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი პარტიის ამომრჩევლებთან შეხვედრა და ევროპული გზის მნიშვნელობაზე საუბარი იყო. „გირჩის“ ლიდერები ამბობენ, რომ ქართული საზოგადოების მისწრაფება უცვლელია და ევროპა საქართველოს მომავალია.

ლიდერებმა დააანონსეს ისიც, რომ თვეში ერთხელ საკუთარ ამომრჩევლებს შეხვდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ.