„გზა ევროპისკენ“ - აქცია ოზურგეთში

„ევროპისკენ“, „თავისუფლებისკენ“ – ასე ჰქვია აქციას, რომელიც დღეს ოზურგეთში, ჭადრების ბაღში გაიმართა. აქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრების ორგანიზებით მოეწყო და მას რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ახლა დუმილის დრო არ არის. მათივე განცხადებით, ხვალ ანალოგიური შინაარსის აქცია ბათუმშიც გაიმართება. დღევანდელ აქციას ოზურგეთში, ბათუმის აქციის ორგანიზატორებიც ესწრებოდნენ.