GWP-მ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

18:44, 25.06.2025

2024 წლის მიღწევებისა და პროექტების დაფინანსების საერთაშორისო დაჯილდოებებზე ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ.

„საუკეთესო მწვანე ობლიგაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ და „საუკეთესო გარიგება წყლის სექტორში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“. ღონისძიება ლონდონში გაიმართა. საპატიო ჯილდოები გადაეცა რეგიონში წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს, იურიდიულ ფირმებს, კომპანიებს და პროექტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რეგიონში ინფრასტრუქტურისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.

მსგავსი