„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კომუნალური კომპანიების გლობალური კავშირის, Leading Utilities of the World-ის წევრი გახდა. „ჯივიპი“ LUOW-ის წევრობაზე კომპანიის საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსის შექმნის კატეგორიებში იყო ნომინირებული. „ჯივიპიმ“ LUOW-ს წევრობა მიმდინარე წლის 12-14 მაისს, პარიზში გამართულ გლობალურ წყლის სამიტზე მიიღო. აღნიშნული სამიტი წყლის სექტორში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წამყვანი კომუნალური სერვისების კომპანიებს, აღმასრულებელ დირექტორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს აერთიანებს.