ხვალ, 7 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ღრმაღელეს წყალგამტარ გვირაბში, რომელიც ნაძალადევის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებს სასმელი წყლით ამარაგებს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაობი, პარალელურად, წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზეც შესრულდება – დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქსელის მართვის შესაძლებლობებსა და წყალმომარაგების სტაბილურობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ხვალ, 7 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილს.