GWP-ის ანგარიში

18:47, 21.10.2026

სემეკს 2022–2026 წლების საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტორის, „აქუალიას“ შემოსვლამ კომპანიაში ფუნდამენტური საოპერაციო და სტრუქტურული ცვლილებები მოიტანა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში GWP-ის ინვესტიციები ორმაგად გაიზარდა და 480 მილიონ ლარს მიაღწია, რის შედეგადაც 300 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური ქსელი რეაბილიტირდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კომპანია სრულად გადავიდა პრევენციულ მართვაზე, რამაც თბილისსა და რუსთავში ავარიებისა და დანაკარგების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.

მსგავსი