GWP-ის 2017 წლის ანგარიში

2017 წელს თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებაში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა – ამის შესახებ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

წლის განმავლობაში 200 ქუჩაზე 190 კმ-ზე მეტი ქსელის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის  ასათიანის ქუჩა, ამაღლების ქუჩა, კახეთის გზატკეცილი და ჭიჭინაძის ქუჩების.

მომავალი სამი წლის განმავლობაში კომპანია 200 მლნ ლარზე მეტს წყალმომარაგების სისტემის განახლებაში დახარჯავს. ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, ეკონომიკის ექსპერტები და ჟურნალისტები დაესწრნენ.