„გვირილობა“ - სახალხო დღესასწაული ქუთაისში

მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დამკვიდრებული ტრადიცია გრძელდება. ქუთაისი „გვირილობას“, იგივე ორმაისობას აღნიშნავს.

ტრადიციული სახალხო დღესასწაულის პროგრამა მრავალფეროვანია: დილიდან ქალაქში გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოავლინეს ქუთაისის საპატიო მოქალაქეებიც. „გვირილობის“ აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო და გალა-კონცერტთ სრულდება. 1911 წლიდან დამკვიდრებული და ქველმოქმედებასთან დაკავშირებული დღესასწაული 80-იანი წლების შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.