„გვირილობა“ ქუთაისში გალა კონცერტით დასრულდა
„გვირილობა 2026“ საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტში ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში სახალხო დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მოწყობილი იყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. საღამოს კი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელები გამოვლინდნენ.