გვირილობა ქუთაისში

15:36, 02.05.2025

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ – „ვერიკოს ბაღში“ გამოფენილია მეწარმეების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები. დღესვე დაგეგმილია მდინარე რიონზე ჯომარდობა. დღის ბოლოს საპატიო ქუთაისელებს დააჯილდოებენ. ასევე, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის „ბიგ ბენდის“ გალაკონცერტი გაიმართება.

მსგავსი