გვირილობა ქუთაისში

12:25, 02.05.2025
გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ ქუთაისში. ღონისძიებები ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. მიტროპოლიტმა იოანემ ქუთაისი დალოცა, ამის შემდეგ კი ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა. „ვერიკოს ბაღში“ გამოიფინა მეწარმეების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.
დღესვე დაგეგმილია მდინარე რიონზე ჯომარდობა. დღის ბოლოს ლადო მესხიშვილის თეატრში საპატიო ქუთაისელებს დააჯილდოვებენ. საღამოს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის „ბიგ ბენდის“ გალაკონცერტი გაიმართება.

მსგავსი